"სუხიშვილების" მოცეკვავეები პატრიარქს დაემშვიდობნენ
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს "სუხიშვილების" მოცეკვავეები დაემშვიდობნენ.
ეროვნული ნაციონალური ბალეტის წევრები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ და სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გამართეს.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისი უწმინდესობა ჭეშმარიტად სულიერი საყრდენი იყო. პატრიარქი ჩვენი ანსამბლის ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო და მთლიანად სუხიშვილების ოჯახის სამივე თაობისთვის ძალიან ახლობელი და განსაკუთრებული პიროვნება. მისი ლოცვა-კურთხევის ძალასაც ყოველთვის ვგრძნობდით ანსამბლში და ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც სძენდა ჩვენ საქმიანობას," - ამბობს მსვლელობის მონაწილე.
- მსვლელობის მონაწილეების თქმით, ნინო და ილიკო სუხიშვილები ქვეყანაში არ იმყოფებიან.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.