უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსულმა დრონებმა ოდესაში უცხო ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ 2 გემს დაარტყეს

20.03.26 15:54
უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსულმა დრონებმა ოდესაში უცხო ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ 2 გემს დაარტყეს

ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით შეტევა იყო - უკრაინული მედია აღდგენის საკითხებში ვიცე-პრემიერზე, საზოგადოებისა და ტერიტორიული განვითარების მინისტრზე ალექსეი კულებაზე დაყრდნობით წერს, რომ  რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი სამოქალაქო კომერციული გემი დაზიანდა

კულებას ცნობით, თავდასხმა პალაუსა და ბარბადოსის დროშების ქვეშ მცურავ გემებზე მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი.

მისი თქმით, დარტყმის დროს გემები ნავმისადგომებთან იმყოფებოდნენ და მარცვლეულით იყვნენ დატვირთულები. თავდასხმის მიუხედავად, გემები წყალში რჩებიან.