ხალხის ნაკადი არ წყდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან - სასულიერო პირი
ამ დრომდე სამების საკათედრო ტაძარი მოქალაქეებს ვერ იტევს - გადავსებულია ტაძრის ეზოც. სასულიერო პირის თქმით, ხალხის ნაკადი არ წყდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან.
საპატრიარქოს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ სამოქალაქო პანაშვიდზე დღეს და ხვალ მივიდნენ, რადგან კვირას ხალხის სამების ტაძარში შესვლის საშუალება არ ექნება.
ელოდებიან სტუმრებსაც და მათ შორის ხალხის ნაკადი არ წყდება დასავლეთ საქართველოდან, აღმოსავლეთ საქართველოდან. უმჯობესია, დღეს და ხვალ რომ მოვიდნენ სამძიმარზე, იმიტომ, რომ კვირას, დაკრძალვის ცერემონიალი როდესაც იქნება, თქვენ კარგად იცით და მოსახლეობამაც მინდა გაიაზროს, რომ გადატვირთული იქნება ქუჩები და მათ შორის გაუჭირდათ შემოსვლა, რომ წრე დაარტყან. სტუმრები რომ იქნებიან, იქნება გადაკეტილი გზები და შესაბამისად, უკეთესი იქნებოდა დაკრძალვის შემდგომ, ერთი კვირის მერე, უბრალოდ მივიდეთ და საფლავზე მივაგოთ პატივი. დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ როგორც სხვა პატრიარქებზე არის ზემოდან ქვა დადებული წარწერით, ისე იქნება", - ამბობს საულიერო პირი.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.