უკრაინელებმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა FPV (პირველი პირის ხედვის) დრონის გამოყენებით რუსული „კა-52“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს - ინფორმაცია უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ბროვდის ცნობით, ავარიული დაშვების შემდეგ რუსული ვერტმფრენის ეკიპაჟმა გაქცევა სცადა, თუმცა უკრაინელი სამხედროების დრონებმა რუსებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს ჩამოგდებული ვერტმფრენის დაწვის პროცესი.
Defense Express-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს რუსეთ-უკრაინის ომის დროს FPV-დრონით ვერტმფრენის ჩამოგდების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.