სამების ტაძართან ხალხის ნაკადი არ წყდება - საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება

20.03.26 20:36
სამების ტაძართან ხალხის ნაკადი არ წყდება - საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება

მესამე დღეა, სამების საკათედრო ტაძართან ადამიანთა ნაკადი არ წყდება. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს პატივს მიაგებენ. მომლოცველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ათასობით ადამიანმა ღამე ტაძრის ეზოში, რიგში გაატარა.

პატრიარქის გარდაცვალებით დასრულდა მნიშვნელოვანი ეპოქა, თუმცა მორწმუნეები იმედს არ ჰკარგავენ, რომ მისი დატოვებული სულიერი გზავნილი და ანდერძი გაგრძელდება, მათ შორის — საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების დაძლევის მიმართულებით.

დილიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები აწყობდნენ. მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაძრისკენ შეკრებილები პირველად უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები დაიძრნენ. ისინი იხსენებენ ილია II-ის როლს ქართული ენის დაცვაში, ეროვნული ისტორიის სიღრმისეულ შესწავლაში, მეცნიერების მხარდაჭერასა და სტუდენტების ხელშეწყობაში.

პატრიარქს დღეს სამხედროებიც გამოემშვიდობნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ აღნიშნეს, რომ პატრიარქი ქვეყნისთვის რთულ პერიოდებში, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომისა და 1990-იანი წლების მოვლენების დროს, ჯართან ერთად იდგა და მათ სულიერად ამხნევებდა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.