არსებობს თუ არა ილია მეორის წერილობითი ანდერძი?
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ადგილის განსაზღვრის საკითხმა წმინდა სინოდში განსხვავებული პოზიციები გამოიწვია. პატრიარქის გარდაცვალების მეორე დღეს საპატრიარქოში შეკრებილმა 35 მღვდელმთავარმა საკითხზე იმსჯელა.
განხილვისას სინოდის წევრთა აზრი ორად გაიყო — მეუფე ანტონი და კიდევ 16 სასულიერო პირი მხარს უჭერდა პატრიარქის სამების საკათედრო ტაძარში დაკრძალვას, როგორც ამ ტაძრის მაშენებლისა და დამფუძნებლის. მათ პოზიციას 18 ეპისკოპოსი შეეწინააღმდეგა, რომლებმაც სიონის ტაძარში დაკრძალვა აირჩიეს.
საბოლოოდ, წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვიერი ანდერძის შესრულება გადაწყვიტა. დაკრძალვის ადგილად განისაზღვრა სიონის ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი — საკურთხევლის შესასვლელთან არსებული ამბიონი.
რაც შეეხება პატრიარქის წერილობით ანდერძს, ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ დოკუმენტი თავად ჯერ არ უნახავს. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ანდერძი დაწერილია, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, სად ინახება იგი.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.