ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა გაიზარდა - რაზე მიუთითებს მონაცემები

20.03.26 20:49
ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა გაიზარდა - რაზე მიუთითებს მონაცემები

2025 წელს ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) წლიურ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ოცეულში მოხვდა, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადი ყველაზე მაღალია.

სტატისტიკის თანახმად, ქართველ მოქალაქეებს შორის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება საფრანგეთია. შემდეგ ადგილებს იკავებს იტალია და გერმანია.

გაზრდილი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნა კვლავ აქტუალურ ტენდენციად რჩება.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.