ძალიან მძიმე დიდმარხვის დრო დადგა, 2 წინამძღოლი - ეკლესიების პირველი პირები იმიერში გადავიდნენ - რუსუდან გოცირიძე

20.03.26 20:02
ძალიან მძიმე დიდმარხვის დრო დადგა, 2 წინამძღოლი - ეკლესიების პირველი პირები იმიერში გადავიდნენ - რუსუდან გოცირიძე

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სამძიმარს უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას გლოვობს.

როგორც მან “თეა ადეიშვილის დღის ამბებში“ განაცხადა, ძალიან მძიმე და უცნაური დიდმარხვის დრო დადგა, რადგან 2 წინამძღოლი[აუბსარია ილია მეორეზე და უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტზე], ეკლესიების პირველი პირები იმიერში გადავიდნენ. 

ერთნაირი თაობის ორი ადამიანი, ერთნაირი ბედის ორი ქვეყნის ეკლესიების წინამძღოლები, ერთად სწავლობდნენ, ერთად იბრძოდნენ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის. ილია მეორემ ცოტა უფრო ადრე მოახერხა ამის გაკეთება, ფილარეტმა ცოტა უფრო მოგვiaნებით. რაღაცნაირად მსგავსი ბედის 2 ადამიანი იყო, - ამბობს რუსუდან გოცირიძე.