საპატრიარქო: სამების ტაძარი ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დროებით დაიხურება

20.03.26 23:04
საპატრიარქო: სამების ტაძარი ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დროებით დაიხურება

სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დროებით დაიხურება.

 ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ!

▪️ გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე. 

▪️ ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში.

▪️ ბოდის გიხდით შეფერხებისთვის, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.