21-22 მარტს თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდისა და დაკრძალვის დრღესთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ თბილისის მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. მეტრო გახანგრძლივებული დროით, დილის ექვსი საათიდან ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს.
21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით უფასო იქნება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაც.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.