გლოვის მეოთხე დღე საქართველოში - სამების ტაძართან ხალხის ნაკადი არ წყდება
გლოვის მეოთხე დღე საქართველოში - ზუსტად ერთ საათში, ქვეყანაში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ეტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
ამ წუთებში კი სამების საკათედრო ტაძარი მოქალაქეებს ვერ იტევს. მრევლი მთელი ღამის განმავლობაშიც და ახლაც რიგში დგას, რთა რომ პატივი მიაგონ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ ხვალ დილიდან სამებაში შესვლას ხალხი ვეღარ შეძლებს. ილია მეორის დაკრძალვის დღეს რელიგიური რიტუალები ცხრა საათიდან დაიწყება.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.