პუტინი - მოსკოვი თეირანის ერთგულ მეგობრად და საიმედო პარტნიორად რჩება
„ამ რთულ დროს მოსკოვი თეირანის ერთგულ მეგობრად და საიმედო პარტნიორად რჩება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პუტინმა ირანის უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეისა და ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა.
კრემლის მიერ გავრცელებული განცხადებით, პუტინმა ირანელ ხალხს „მძიმე განსაცდელის ღირსეულად დაძლევა“ უსურვა.