მინდა, მივუსამძიმრო ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომ ბერენდსენი ათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის წერილს საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აქვეყნებს.
ნიდერლანდების სამეფოს სახელით, მინდა, გულწრფელად მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მგლოვიარე ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა ქართველ ხალხს თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე უწევდა სულიერ წინამძღოლობას და რწმენისა და ერთიანობის დედაბოძის როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიის ტურბულენტურ პერიოდებში. ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდა მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო.
ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია ბერენდსენის სამძიმარში.