უწმინდესის ლოცვამ შვილი გადამირჩინა, ის ახლა რიგში დგას, რომ პატრიარქს მადლობა უთხრას - სასულიერო პირი

21.03.26 13:41
უწმინდესის ლოცვამ შვილი გადამირჩინა, ის ახლა რიგში დგას, რომ პატრიარქს მადლობა უთხრას - სასულიერო პირი

სამების საკათედრო ტაძარში მოქალაქეების ნაკადი არ წყდება - პატრიარქთან გამოსაშვიდობბელად რამრავი ადამიანია ჩამოსული რეგიონებიდან, მათ შორის "პრიველებმა" ჩაწერა ინტერვიუ სასულიერო პირთან, რომელმაც თქვა, რომ უწმინდესის ლოცვამ შვილი გადამირჩინა.

 "ის ახლა რიგში დგას, რომ პატრიარქს მადლობა უთხრას" - ამბობს სასულიერო პირი. 

უწმინდესის ლოცვამ შვილი გადამირჩინა და ის მოვიყვანე, რიგში დგას, რომ მადლობა უთხრას. მადლობა ღმერთს და მადლობა პატრიარქს ასეთი ლამაზი ღვაწლისთვის და ჩვენი ქვეყნის აშენებისთვის. ზეციური უდიდესი მეოხე შეგვეძინა მისი მეოხებით. ტკივილს აბათილებს ეს სიხარული, რომ ამდენმა ხალხმა ყველა საქმე გადადო. მე 100 ადამიანი მახლავს პატრიარქის პატივის მისაგებად ჩამოვედით და არავინ დაღლილა. 7 საათია რიგში დგანან და არც განიხილება წასვლა თუ არ შევალთო", - ამბობს სასულიერო პირი. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.