როდის ჩაიკეტება სამების ტაძარი პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მისული მოქალაქეებისთვის
როდის ჩაიკეტება სამების ტაძარი პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მისული მოქალაქეებისთვის? - ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლზმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მრევლი ტაძარში შესვლას ხვალ დილის 6-7 საათამდე შეძლებს.
მისი თქმით, პატრიარქის დაკრძალვის დღეს რელიგიური რიტუალები დილის ცხრა საათზე დაიწყება. 12 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი"
ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ დილის 6-7 საათმადე ექნებათ (ხალხს შესვლი უფლება) იმიტომ, რომ მერე აუცილებლად უნდა დაიკეტოს. მერე გზაც გადაიკეტება და ტაძარიც დაიკეტება, იმიტომ, რომ უნდა მოვემზადოთ წირვის ჩასატარებლად. 12 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.