კვირას ველოდებით 4 პირველიერარქს, 12 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი - მეუფე ნიკოლოზი
საქართველოში კვირას, უწმინდესის და უნეტარესის დაკრძალვის დღეს 4 პირველიერაქს ელოდებით, მათ შორის არის სწორედ მსოფლიო პატრიარქი - ამის შესახებ მედიას მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა.
როგორც ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა თქვა, 12 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი, ხოლო წირვაში 12 მღვდელი და 7 დიაკონი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მეუფე შიო .
ხვალ ტაძარში შევლა იქნება შეუძლებელი, იმიტომ, რომ დელეგაციები ჩამოდის უამრავი, იმათ ხომ არ დავტოვებთ, გარეთ, უნდა შემოვიყვანოთ. ეზოში ალბათ იქნება საშუალება, თუმცა ეზოც ვერ დაიტევს ყველა მსურველს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ეს პროცესია რამხელა იქნება არ ვიცი, მაგრამ სიონის ტაძარში შევლა დაკრძალვის დროს იქნება წარმოუდგენელი სრულებით. მე ვფიქრობ, რომ დაიკრძალება, მერე რამდენ ხანს გაგრძელდება ეს უდიდესი ნაკადი და როგორ შეცვლის ეს ტაძრის მსახურებას, ქალაქის ტრანსპორტის მოძრაობას, არვიცი ალბათ სულ გადაკეტილი იქნება. ხალხი ალბათ გააგრძელებს მოსვლას, საათები მოუწევს დგომა რიგში, რომ სიონში შევიდეს და მის საფლავს ემთხვიოს.
ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ დილის 6-7 საათმადე ექნებათ (ხალხს შესვლი უფლება) იმიტომ, რომ მერე აუცილებლად უნდა დაიკეტოს. მერე გზაც გადაიკეტება და ტაძარიც დაიკეტება, იმიტომ, რომ უნდა მოვემზადოთ წირვის ჩასატარებლად. 11 საათზე ჩამოფრინდება მსოფლიო პატრიაქრი თვითმფრინავით, 12 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი. წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მარტო მოსაყდრე მეუფე შიო და სინოდის წევრები. 12 მღვდელი იქნება და 7 დიაკონი, ისინიც ვინც ამ ტაძარში მსახურობენ, დანარჩენები მღვდლებიც თუ მოხვდებიან ტაძარში, მხოლოდ სპეციალური საშვებით.
დელეგაციებს ველოდებით ყველა მხრიდან, მაგრამ წარმოდგენილი იქნება 4 პირველიერარქი, მსოფლიო პატრიარქი და კიდევ სამი პირველიერარქი ", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.