სიონის საპატრიარქო ტაძარში ეკრანები მონტაჟდება

21.03.26 13:47
სიონის საპატრიარქო ტაძარში ეკრანები მონტაჟდება

სიონის საპატრიარქო ტაძარში ეკრანები მონტაჟდება. ადგილზე უკვე მიიტანეს კონსტრუქციები, რომლითაც ბარიკადები გაკეთდება.

უკვე დადასტურებით ვიცით რომ მზად არის საფლავი, რომელიც პატრიარქისთვის სამუდამო განსასვენებელი იქნება. 

ეკრანები მონტაჟდება, რომ არავინ არ დარჩეს ყურადღების გარეშე და ყველამ რომ მიიღოს ინფორმაცია. მე როგორც სიონის ტაძრის მღვდელმსახური, ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ფიზიკურად  იგი მუდამ ჩვენთან იქნება - საკათედრო ტაძარში დაკრძალული და ფიზიკურად დაგვესწრება ყველა  მსახურებაზე", - ამბობს სასულიერო პირი. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.