დიანა ღურწკაია თბილისშია - მომღერალმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო

21.03.26 14:37
დიანა ღურწკაია თბილისშია - მომღერალმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო

დიანა ღურწკაია თბილისშია - მომღერალი საქართველოს დედაქალაქში სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად, ერთი დღით, მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოვიდა. 

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორის პანაშვიდი 24 საათის განკავლობაში მიმდინარეობს, დიანა ღურწკაია ოჯახთან ერთად გამოჩნდა.

სამებაში იყო და ილია მეორეს პატივი მიაგო მომ­ღერ­ლის ძმამ რო­ბერტ ღურწკა­ი­ამ, რო­მე­ლიც ასე­ვე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და დიანას პრო­დი­უ­სე­რია.

  • უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.