პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა

21.03.26 15:50
პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა

სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს და კათოლიკური ეკლესიის სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სამძიმარი გამოუცხადეს.

კათოლიკური ეკლესიის სახელით მინდა გამოვხატო სამძიმარი მართლმადიდებელი ეკლესიის, ყველა ქართველის მიმართ. დღეს ვიყავით სხვადასხვა კონფესიებთან ერთად აქ, ეს კარგი ნიშანი იყო, რადგან ასე ჩვენ გამოვხატეთ, რომ პატრიარქი ყველა კონფესიის მიმართ ყურადღებიანი იყო. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მისთვის ვილოცოთ",- განაცხადა კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.