ვიდეო სიონის ტაძარიდან, სადაც პატრიარქის დასაკრძალად სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)

21.03.26 17:27
ვიდეო სიონის ტაძარიდან, სადაც პატრიარქის დასაკრძალად სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)

 

 

სიონის საპატრიარქო ტაძარში რკინის კონსტურქციები უკვე დაამონტაჟეს, ასევე დაყენებულია ხმის გამაძლიერებელები. მიმდინარეობს ეკრანების დამონტაჟებაც. 

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო ტაძრის შიგნით გადაღებული, სადაც ჩანს ქვის ოსტატი და მხატვარი, პაატა გიგაური როგორ ასრულებს სამუშაობს სხვა პირებთან ერთად.

 პატრიარქის სამუდამო განსასვეენებელი უკვე მზად არის. 

ხვალ, ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობით წააბრძანებენ.

  • უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.