მეუფე ნიკოლოზი იხსენებს, რა ხდებოდა სინოდის ბოლო სხდომაზე
ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში სინოდის სხდომაზე პატრიარქის განსასვენებლის ადგილთან დაკავშირებით გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებებზე საუბრობს.
სასულიერო პირის თქმით, მან სინოდის წევრებს ილია მეორის განსასვენებლად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი შესთავაზა, თუმცა იმ არგუმენტით, რომ ტაძარში ადგილი არ არის, ხმები სამების საკათედრო ტაძარსა და თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარს შორის გაიყო. საბოლოოდ, კი სიონის ტაძარი გადაწყდა.
თუმცა დღეს, 21 მარტს, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში წმინდა სინოდის წევრმა პირდაპირ თქვა, რომ "სიონი უწმინდესის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება" და ეს სინოდის წევრებმა სხდომაზევე აღნიშნეს.
მეუფე ნიკოლოზი დარწმუნებულია, რომ საფლავი მალე, უწმინდესის წმინდანად შერაცხვისას გაიხსნება და მას ღია სივრცეში დაასვენებენ.
ეს მისი სამუდამო განსასვენებელი არ არის, დროებითია. ასეთი წესია, ადამიანი წმინდანად რომ შეირაცხება, უნდა გაიხსნას საფლავი, უნდა ამოასვენო და ღია სარკოფაგში, შუშის ქვეშ დაასვენო, სადაც შემდეგ ყველას შეუძლია მისვლა.
სინოდის კრებაზე მეც დავადასტურე, მისი [ილია მეორეს] სიტყვები, რომ აქ [სიონის ტაძარში] მინდა დამაფასლავონო. მე მომხრე ვიყავი, პატრიარქი სვეტიცხოველში დაკრძალულიყო, იმიტომ რომ სვეტიცხოველი საქართველოს სიმბოლოა. ამ მოსაზრებაში სხვებიც იყვნენ, თუმცა ძირითადად, არგუმენტები და ამან გადაწყვიტა. მერე იყო სამება, რადგან სამება ახალი სვეტიცხოველია და პატრიარქის შექმნილია. რატომ აჯობა სიონმა იცით, ეს იქვე ითქვა სინოდზე, რომ ჩვენ აუცილებლად გადავასვენებთ, არ ვიცი სვეტიცხოველში თუ სამებაში. ასე იყო საუბარი, რომ მალე გადავასვენებთ. შეიძლება გადავასვენოთ არამარტო ჩვბენი პატრიარქი, არამედ ყველა პოატრიარქი, რომელიც სიონშია დაკრძალული. ესეც ითქვა, არ ვიცი, როგორ იქნება. სვეტიცხოველში გადასვენებაზე უარი იცით რამ გამოიწვია? - იქ რომ გათხარო, ადგილი არ არის ფიზიკურად. ამიტომ ალბათ, სამების ტაძარი იქნება. მთავარია ხალხის ნაკადი აიტანოს იმ ტაძარმა. სიონში წრიული ცირკულაციის საშუალება არ არის. ნახეთ, არ მინდა წინასწარმეტყველება გამომივიდეს, მაგრამ, ეს ნაკადი არ გაჩერდება. ყველას მოუნდება ნახვა. მე ესეც შევთავაზე, რომ ხვალაც არ შევწყვიტოთ ეს ცირკულაცია, მაგრამ ადგილი არ არის ფიზიკურად"- თქვა სინოდის წევრმა.