სანამ პატრიარქს კლინიკაში გადაიყვანდნენ, პირველადი დახმარება საპატრიარქოში აღმოუჩინეს

21.03.26 20:11
სანამ პატრიარქს კლინიკაში გადაიყვანდნენ, პირველადი დახმარება საპატრიარქოში აღმოუჩინეს

ორშაბათს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს, სანამ მას კლინიკაში გადაიყვანდნენ, პირველადი დახმარება საპატრიარქოში აღმოუჩინეს.

იქ ბოლო დროს დღისით და ღამით გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები მორიგეობდნენ - უთხრა TV პირველს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ. 

ორშაბათს, პირველადი დახმარების აღმოჩენის მიუხედავად პატრიარქის მდგომარეობა მაინც არასტაბილური იყო, მას ჰქონდა დაბალი სატურაცია ამიტომ, ის დიღომში, აკადემიკოს გულნარა ჩაფიძის სახელმწიფოს კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს,  თუმცა იქ გაარკვიეს რომ მიზეზი კარდიოლოგიური პრობლემები არ ყოფილა. კარდიოლოგიურ კლინიკაში სისხლის ანალიზები აჩვენებდა დაბალ ჰემოგლობინს, სამედიცინო ჩარევა სურათს არ ცვლიდა, ამიტომ ექიმები დაეჭვდნენ, რომ შესაძლოა ყოფილიყო სისხლდენა, მალავე უკვე სისხლდენა ხილული გახდა და პატრიარქის სასწრაფოდ სხვა კლინიკაში გადაყვანა. 

სამშაბათს, 17 მარტს, მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში იყო "კავკასიის მედიცინის ცენტრი". ახალი ამბებს პატრიარქის მდგომარეობის შესახებ მედია პირდპაირ ეთერში გადასცემდა.

იმედის საღამოს გაჩნდა, როდესაც პატრიარქის მოსაყდრე შიომ თქვა, რომ შეინიშნება მდგომარეობის მცირედით გაუმჯობესება, საღამოს ცხრა საათიდან მდგომაროება მკვეთრად გაუარესდა, პატრიარქი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ განვითარდა პოლიუკმარისობა.