საქართველო პატრიარქს ემშვიდობება - ილია II-ს დღეს დაკრძალავენ
საქართველო პატრიარქს ემშვიდობება — ილია II-ს დღეს დაკრძალავენ. სულიერი ლიდერის უკანასკნელ გზაზე გაცილება ასობით ათას ადამიანს სურს, რის გამოც სამების საკათედრო ტაძრის ეზო მოქალაქეებით არის გადავსებული.
ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და დგას საპატიო ყარაული. წუთი წუთზე დაიწყება წირვა, რომელსაც მეუფე შიო მუჯირი აღავლენს. სამგლოვიარო ლიტურგიას მოქალაქეები ტაძრის ეზოში დამონტაჟებული ეკრანებიდან ადევნებენ თვალს.
წუხელ ჩამოვედით, დაგვათენდა თავზე. გავაცილებთ პატრიარქს უკანასკნელ გზაზე. მინდა, რომ მივაგოთ პატივი. ძალიან გული გვეტკინა. დალოცოს სრულიად საქართველო პატრიარქმა, - ამბობს მოქალაქე.
დღეს გერმანიიდან ჩამოვედი. ვიცოდი, რომ შიგნით ვერ მოვხვდებოდი, მაგრამ ჩემი მიზანი და სურვილი იყო, რომ აქ ვყოფილიყავი. მადლობა მინდა ქართელ ხალხს ვუთხრა, მადლობა პატრიარქს, მადლობა ღმერთს. მინდა, რომ ასე გაგრძელდეს, ერთობა იყოს ყოველთვის, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
ქართვლემა ხალხმა დაკარგა მამა, ერის ჭირისუფალი. ქართველი ერი გაიხლიჩა, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო და განვიცდიდი და დღეს რომ ვხედავ ასე გამთლიანებულ ერსა და ბერს, ეს მახარებს და იმედი მაქვს, რო საქართველო მუდამ იქნება, გადარჩება, - ამბობს მოქალაქე.