"ერი დაობლდა" - სასულიერო პირი

22.03.26 09:23
"ერი დაობლდა" - სასულიერო პირი

„დღეს არის გლოვა, დავკარგეთ ერის მამა და ერი დაობლდა. ჩვენ ობლები ვართ დღეს“, — ასე აფასებს სასულიერო პირი ილია II-ის გარდაცვალებას. მისი თქმით, პატრიარქი იყო ცოცხალი წმინდანი, რომელსაც ადამიანების განკურნება შეეძლო.  

დღეს არის გლოვა, დავკარგეთ ერის მამა და ერი დაობლდა. ჩვენ ობლები ვართ დღეს. ვუსამძიმრებ წმინდა სინოდს, ვუსამძიმრებ მოსაყდრე შიოს, მეუფე დიმიტრის - მის ძმისშვილს. პატრიარქი იყო ცოცხალი წმინდანი, ვისაც შეეხებოდა, ის განიკურნებოდა. მიყვარს ჩემი პატრიარქი დღემდე. მე 47 წელი მორჩილებაში ვიყავი, - ამბობს სასულიერო პირი. 

საქართველო პატრიარქს ემშვიდობება — ილია II-ს დღეს დაკრძალავენ. სულიერი ლიდერის უკანასკნელ გზაზე გაცილება ასობით ათას ადამიანს სურს, რის გამოც სამების საკათედრო ტაძრის ეზო მოქალაქეებით არის გადავსებული.

ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და დგას საპატიო ყარაული. წუთი წუთზე დაიწყება წირვა, რომელსაც მეუფე შიო მუჯირი აღავლენს. სამგლოვიარო ლიტურგიას მოქალაქეები ტაძრის ეზოში დამონტაჟებული ეკრანებიდან ადევნებენ თვალს.