როცა ადამიანებს უყვარხარ, ამაზე დიდი ჯილდო და საჩუქარი არაფერია - მეუფე ზენონი პატრიარქზე
„უიშვიათესი ადამიანი იყო, პირველ რიგში, იყო ადამიანი, ჰქონდა ღრმა გული, ძალიან დიდი კულტურა, თანაგრძნობის, სხვად ყოფნის ნიჭი ჰქონდა…“ — ასე იხსენებენ ილია II-ს მეუფე ზენონი. სასულიერო პირის თქმით, ხალხის ამხელა რაოდენობა მას არ გაკვირვებია, რადგან პატრიარქი თავად სიყვარული იყო.
უიშვიათესი ადამიანი იყო, პირველ რიგში, იყო ადამიანი, ჰქონდა ღრმა გული, ძალიან დიდი კულტურა, თანაგრძნობის, სხვად ყოფნის ნიჭი ჰქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად ლოცვას რომ ატარებდა, 6 საათზე დგებოდა ხოლმე, ზოგჯერ ჩამეძინებოდა და გამაღვიძებდა ხოლმე: "იმედო, ლოცვა იწყება", - მეტყოდა.
მე არ გამკვირვებია (ხალხის ნაკადი), ესე იგი, უყვარხარ. სიყვარულზე დიდი რა არის? მან სახელი დაირქვა პირობითად, სიყვარული ვარო და როცა ადამიანებს უყვარხარ, ამაზე დიდი ჯილდო და საჩუქარი არაფერია.
საქართველო პატრიარქს ემშვიდობება — ილია II-ს დღეს დაკრძალავენ. სულიერი ლიდერის უკანასკნელ გზაზე გაცილება ასობით ათას ადამიანს სურს, რის გამოც სამების საკათედრო ტაძრის ეზო მოქალაქეებით არის გადავსებული.