მოქალაქეებს ილია II-თან დასამშვიდობებლად სამებაში ერთი შესასვლელით შეუშვებენ, მოეწყობა სპეციალური კორიდორი - ჯაღმაიძე
მოქალაქეებს ილია II-თან დასამშვიდობებლად სამების საკათედრო ტაძარში ერთი შესასვლელით შეუშვებენ - წირვის დროს სპეციალური კორიდორი მოეწყობა, რათა იმ ადამიანებმაც შეძლონ პატრიარქისთვის პატივის მიგება, რომლებმაც აქამდე ტაძარში შესვლა ვერ მოახერხეს. ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძმ ისაუბრა.
ადამიანების მდინარე არ წყდება. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა შესაძლებლობის გარეშე, დამშვიდობებოდა მის საყვარელ მოძღვარს. დღეს სამ საათზე მოხდება გადასვენებ, მანამდე კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ იმ კორიდორის მიღმა დადგნენ - მარცხნივ, მარჯვნივ, იმ მარშრუტით, რომლითაც მოხდა ამოსვენება, სიონის საკთედრო ტაძრისკენ გაემართება პროცესია და მათ შეეძლებათ, რომ აი, ასე მიაგონ ბოლო გზაზე პატივი პატრიარქს, - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
საქართველო პატრიარქს ემშვიდობება — ილია II-ს დღეს დაკრძალავენ. სულიერი ლიდერის უკანასკნელ გზაზე გაცილება ასობით ათას ადამიანს სურს, რის გამოც სამების საკათედრო ტაძრის ეზო მოქალაქეებით არის გადავსებული.