სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს

22.03.26 10:13
სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს

სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა დაიწყო. სამგლოვიარო ლიტურგიას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი აღავლენს.

წირვას მოქალაქეები ტაძრის ეზოში დამონტაჟებული ეკრანებიდან ადევნებენ თვალს.

12:15 საათზე ტაძარში კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მობრძანდება და მიტროპოლიტ შიოსთან და სინოდის წევრებთან ერთად ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს. 15:00 საათზე კი პატრიარქს სამებიდან სიონისკენ გადაასვენებენ.

ცნობისთვის, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა, ხოლო მისი დაკრძალვა 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.