მოქალაქეებს სამების ტაძარში ეტაპობრივად უშვებენ

22.03.26 10:43
მოქალაქეებს სამების ტაძარში ეტაპობრივად უშვებენ

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია II-ის სამგლოვიარო წირვა მიმდინარეობს, მოქალაქეების ტაძარში ეტაპობრივი შეშვება დაიწყო.

მანამდე მრევლი ტაძრის ეზოში იყო შეკრებილი და ღვთისმსახურებას გარე ეკრანებიდან ადევნებდა თვალს.

საქართველო პატრიარქს ემშვიდობება — ილია II-ს დღეს დაკრძალავენ. სულიერი ლიდერის უკანასკნელ გზაზე გაცილება ასობით ათას ადამიანს სურს, რის გამოც სამების საკათედრო ტაძრის ეზო მოქალაქეებით არის გადავსებული.