ილია II-ის დაკრძალვაზე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა

22.03.26 11:12
ილია II-ის დაკრძალვაზე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე, თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად დაესწრება საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვას.