სამების ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის პაველ ჰერჩინსკი, პეტერ ფიშერი და გარეტ უორდი მივიდნენ

22.03.26 11:59
სამების ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის პაველ ჰერჩინსკი, პეტერ ფიშერი და გარეტ უორდი მივიდნენ

სამების საპატრიარქო ტაძარში, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი მივიდნენ.

სამებაში იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ტაძარში ამ დროისთვის სამგლოვიარო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც მიტროპოლიტი შიო მუჯირი სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

93 წლის ასაკში გარდაცვლილ პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.