მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I სამების საკათედრო ტაძარში მივიდა

22.03.26 12:15
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I სამების საკათედრო ტაძარში მივიდა

ყოვლადუწმინდესი პატრიარქი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.

მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წვერები შეეგებნენ.

მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.

კათოლიკოს-პატრიარქს სამებიდან 15:00 საათზე სიონში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.