მოსაყდრემ მსოფლიო პატრიარქი ჯერ ივანიშვილთან მიიყვანა და შემდეგ მთავრობასთან
სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, მოსაყდრე შიო (მუჯირი) ბიძინა ივანიშვილთან მივიდა და მიესალმა.
ამის შემდეგ მოსაყდრემ მსოფლიო პატრიარქი ჯერ ბიძინა ივანიშვილთან მიიყვანა და შემდეგ მთავრობასთან.
სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს.
მსახურებას ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.
დღეს სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს სამებიდან სიონისკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ.
ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.