საქართველოს ეკლესიას არ აქვს რესურსი, რომ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა დაალაგოს - მეუფე ზენონი

22.03.26 13:38
საქართველოს ეკლესიას არ აქვს რესურსი, რომ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა დაალაგოს - მეუფე ზენონი

„საქართველოს ეკლესია ახლა ვერანაირ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას… არ აქვს რესურსი, რომ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა დაალაგოს“, — ამის შესახებ მეუფე ზენონი საუბრობს. 

სასულიერო პირი მსოფლიო პატრიარქზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას განსაკუთრებული ავტორიტეტი და პასუხისმგებლობა აკისრია. 

საქართველოს ეკლესია ახლა ვერანაირ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილებას. მას სად აქვს ამის რესურსი, რომ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა დაალაგოს? არა. მსოფლიო პატრიარქი ეს არის ფიგურა, რომელსაც აქვს სოფლიოში თავისი ადგილი და ავტორიტეტი, აქვს თავისი სამოციქულო მოღვაწეობის პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ძალიან უყვარდა პატრიარქი, ძალიან დიდ პატივს სცემდა, საქართველოს ძალიან ერთგული გულშემტაკივარია, - ამბობს მეუფე ზენონი. 

სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს.

მსახურებას ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

დღეს სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს სამებიდან სიონისკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ.

ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.