„გვიყვარხარ პატრიარქო“ - ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს

22.03.26 14:56
„გვიყვარხარ პატრიარქო“ - ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს

სამების საკათედრო ტაძრიდან ილია II გამოასვენეს — პატრიარქს მოქალაქეები შეძახილებით „გვიყვარხარ პატრიარქო“ და ტაშით ემშვიდობებიან.

პატრიარქს სიონის ტაძრისკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც დაკრძალვა გაიმართება; მარშრუტზე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი.

მანამდე სამებაში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო, ხოლო წესის აგების მსახურება მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა მიტროპოლიტ შიოსთან და სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.