გალობის, ცრემლებისა და ტაშის ფონზე სიონის ტაძარში ილია II-ს ემშვიდობებიან

22.03.26 17:17
გალობის, ცრემლებისა და ტაშის ფონზე სიონის ტაძარში ილია II-ს ემშვიდობებიან

სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორე სამუდამოდ განისვენებს, პატრიარქს ემშვიდობებიან. სასულიერო პირებმა პატრიარქის წინაშე მუხლი მოიდრიკეს. 

ადგილზე გაჟღერდა პატრიარქის დაწერილი გალობა "მოდი ჩემთან, უფალო" და ასევე მისი ხმა: "მიყვარხარ, საქართველო". გალობის დასრულების შემდეგ ხალხმა ტაში დაუკრა. 

სიონის გარე პერიმეტრზე ადამიანები თეთრი ვარდებით ხელში დგანან და პატრიარქს თვალცრემლიანები ემშვიდობებიან. 

სულ ცოტა ხანში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაკრძალავენ საფლავში, რომელიც საგანგებოდ ვარდების ფურცლებით არის შემკული.