"მადლობა, პატრიარქო!" - ტაშის, ცრემლების და გალობის ფონზე ილია II უკანასკნელ გზაზე გააცილეს

22.03.26 20:19
"მადლობა, პატრიარქო!" - ტაშის, ცრემლების და გალობის ფონზე ილია II უკანასკნელ გზაზე გააცილეს

თბილისში ილია II-ის სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა — პატრიარქის ცხედარი სამებიდან სიონის ტაძრამდე გალობისა და ტაშის ფონზე გადაასვენეს.

ავლაბრიდან სიონამდე გზა ჯარისკაცების ცოცხალი ჯაჭვით იყო გაფორმებული, სამხედროებს დაშვებული დროშები ეჭირათ შავი სამგლოვიარო ლენტებით. პროცესია საპატრიარქოსთან შეჩერდა, სადაც მონაზვნებმა და ბერებმა პატრიარქს მუხლმოდრეკით მიაგეს პატივი.

მსვლელობას მოქალაქეები თეთრი ვარდებითა და სანთლებით ხელში აცილებდნენ, მათ შორის იყვნენ პატრიარქის ნათლულებიც.

„მადლობა, პატრიარქო“ — ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა ხალხი სულიერ ლიდერს, რომელმაც ნახევარი საუკუნე ქართული ეკლესია მართა.