სიონთან ისევ მორწმუნეთა რიგია - ილია II-ის საფლავთან მოქალაქეები ყვავილებითა და სანთლებით მიდიან
სიონთან ისევ მორწმუნეთა რიგია — ახლად დაკრძალული ილია II-ის საფლავთან მოქალაქეები ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც სამებაში პატრიარქთან გამომშვიდობება ვერ მოახერხეს.
ილია მეორე იყოს სიკეთის განსახიერება თავადვე, იგი სიკეთეს უქადაგებდა ქართელ ხალხს, გვლოცავდა, გვმოძღვრავდა და ახლა უკვე დროა, გავითავისოთ ის სიტყვები, ის ლოცვა, რასაც იგი ქადაგებდა. მართალია, ხორციელად განეშორა ქართველ ხალხს უწმინდესი და ინეტარესი, მაგრამ იგი სულიერად კვლავ ჩვენთან ერთად იქნება. როცა მის საფლავს მივუახლოვდი, საოცარი შეგრძნება დამეუფლა: ნუთუ ცოცხალს ვეღარასდროს შევხვდებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს?, - ამბობს მოქალაქე.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვას დღეს თან ახლდა ემოციური სცენები — ცრემლები, მადლობა და ხალხით გადაჭედილი ქუჩები.
ილია II მეცხრე პატრიარქია, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
ვრცლად ნახეთ ახტია სამხარაძის ჩართვაში.