ილია მეორის პანაშვიდზე ოპოზიციის წევრები ვერ მოხვდნენ
სამების საკათედრო და სიონის საპატრიარქო ტაძრებში ილია II-თან გამოსამშვიდობებლად დღეს ძირითადად „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ, მაშინ როცა სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. ოპოზიციის ლიდერები ტაძრების გარეთ, მოქალაქეებთან ერთად იდგნენ.
„პირველების“ ინფორმაციით, პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად საშვი არაერთმა პოლიტიკოსმა ითხოვა, თუმცა უარი მიიღო; მათ შორის, ადგილი არ მოიძებნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილი-სთვისაც, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ტაძრებში იმყოფებოდნენ მხოლოდ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, ხოლო გადაადგილება მათთვის სპეციალურად გახსნილი გზებით ხდებოდა. ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაციით, დილიდან ტაძარში შესვლის სირთულეები ჰქონდათ სასულიერო პირებსაც.
დღეს სამებაში გამოსამშვიდობებელი სიტყვა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა წარმოთქვეს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშილის რეპორტაჟში.