ღამე სამების ეზოში და უსასრულო რიგი - პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ხალხი რეგიონებიდან ჩამოვიდა
პანკისი, ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, ზუგდიდი, თელავი — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ქალაქებისა, საიდანაც მოქალაქეები თბილისში ჩამოვიდნენ.
ნაწილმა ღამე სამების სიახლოვეს გაათენა იმ იმედით, რომ საპატრიარქო ტაძრის კარს რიგითებისთვის გახსნიდა. ასეც მოხდა, თუმცა მსურველთა სიმრავლის გამო ყველამ ვერ შეძლო კლინიკის რეანიმაციაში გარდაცვლილი პატრიარქის ცხედრის უკანასკნელად ხილვა.
„პირველების“ კამერამ სამების ეზოში დღეს რუსეთში მოღვაწე მომღერალი დიანა ღურწკაია გადაიღო. მას საშვი ჰქონდა და ისტორიულ დღეს ტაძარში ყოფნის შესაძლებლობა მიეცა.
ილია მეორეს პატივი მიაგეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა ემიგრანტებმაც. საგანგებოდ ამ დღისთვის თბილისში ჩამოფრინდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიც.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.