მოხევეებს უნდოდათ, თავისი საყვარელი პატრიარქი მოხევურად დაეტირათ და ვერ დაიტირეს - ტურაშვილი "ოცნებას" აკრიტიკებს
სამებაში პანაშვიდზე დასწრების შეზღუდვებს კრიტიკა მოჰყვა. მწერალ დათო ტურაშვილის თქმით, მოქალაქეები, რომლებიც საათობით, მათ შორის ბავშვებთან ერთად ელოდებოდნენ პატრიარქთან გამომშვიდობებას, პროცესში თანაბარ პირობებში არ აღმოჩნდნენ, ხოლო მოხევეებმა, მისივე თქმით, ვერც კი შეძლეს თავიანთი ტრადიციული წესით დატირება.
ხალხი მთელი ღამე იდგა ბავშვებით... ბავშვს სძინავს და იმ ბავშვს რომ შეურაცხყოფას აყენებ, ვერ ხვდები, რომ ჯანდაბად გინდა ეგეთი პრივილეგია, რომ ადამიანები საათობით დგანან? მოხევეებიც ჩამოვიდნენ, უნდოდათ მოხევურად დატირება და ვერ დაიტირეს თავისი საყვარელი პატრიარქი იმის გამო, რომ ვიღაცას დაახლოება აქვს მთავრობასთან, შეეკვეტონ დამტირებლის ნაცვლად. გამოვლენ, აგერ, დაკრძალვაზე ხომ ვნახე, ჩემი თვალით ვნახე ესადამიანები, პატრიარქზე ლაპარაკობდნენ. თუ ასე გიყვარს პატრიარქი, გამოუშვი, რა, შე დალოცვილო... ამდენი გოგო და ბიჭია, - აბობს დათო ტურაშვილი.
სამებისა და სიონის საკათედრო ტაძრებში ილია II-თან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე ძირითადად „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ტაძრების შიდა ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ისინი გარეთ, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
„პირველების“ ინფორმაციით, პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასასწრებად საშვი არაერთმა პოლიტიკოსმა ითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, ცერემონიაზე ვერ მოხვდნენ საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები.