"ერთპარტიული იყო ყველაფერი, [პატრიარქის პანაშვიდზე] სხვას არავის შეუშვებდნენ" - გიული ალასანია

23.03.26 13:45
"ერთპარტიული იყო ყველაფერი, [პატრიარქის პანაშვიდზე] სხვას არავის შეუშვებდნენ" - გიული ალასანია

 

 

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის და პატრიარქის ურთიერთობას იხსენებს და აღნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. მესამე პრეზიდენტის დედა პირდაპირ ამბობს, რომ ამის მიუხედავად, "ოცნება" ილია მეორეს პანაშვიდზე ერთპარტიულად იყო წარმოდგენილი და იქ არავის უშვებდა. 

ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მე რამდენადაც მახსოვს, მაგრამ ჩვენ ხომ დავინახეთ, რაც ხდებოდა, ერთპარტიული იყო ყველაფერი, სხვას არავის შეუშვებდნენ, - ამბობს გიული ალასანია.

სამებისა და სიონის საკათედრო ტაძრებში ილია II-თან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე ძირითადად „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ტაძრების შიდა ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ისინი გარეთ, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

„პირველების“ ინფორმაციით, პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასასწრებად საშვი არაერთმა პოლიტიკოსმა ითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, ცერემონიაზე ვერ მოხვდნენ საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები.