რიკი მარტინის კონცერტის ბილეთების ფასი 1500 ლარს აღწევს
საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავი, მომღერალი რიკი მარტინი ჩამოვა. ლათინური პოპის სიმბოლო ქართველი მაყურებლის წინაშე 16 ივლისს წარდგება.
კონცერტი მომღერლის საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში გაიმართება, სადაც რიკი მარტინი მსმენელის წინაშე ყველაზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.
ღონისძიება რუსთავის ავტოდრომზე 19:00 საათზეა დაგეგმილი.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი ღირებულება ოფიციალურ ვებგვერდზე 200 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი 1500 ლარს აღწევს.
კერძოდ:
- General admission (დასადგომი სივრცე) – 200 ლარი;
- Fan zone (დასადგომი სივრცე) – 300 ლარი;
- ექსკლუზიური VIP ზონა - 1500 ლარი.