გამოიყოფა ალბათ სამი კანდიდატი, მოსაყდრე შიო და 2 სხვა - სინოდის წევრი
ვინ იქნება ახალი პატრიარქი? - წმინდა სინოდის წევრი, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგ ახვლედიანი “პირველებს“ ეუბნება, რომ პატრიარქობისთვის მოსაყდრე შიო [მუჯირი] და კიდევ ორი კანდიდატი იბრძოლებს.
- ცნობილია, რომ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ მეუფე ისაია და მეუფე დანიელი. “პირველები“ დღეს მღვდელმთავარს დაუკავშირდა, თუმცა როგორც კი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის ხელმძღვანელმა კითხვა გაიგო, ტელეფონი გათიშა.
რა თქმა მეუფე ვახტანგმა?
ალბათ, გამოიყოფა სამი კანდიდატი, მოსაყდრე შიო და 2 სხვა იქნება. როგორც იქნება ეს ყველაფერი, ცოტა ძნელი სათქმელია, რადგან მანამდე დროც არის. კანდიდატებს ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა ყველა პოზიცია მეუფე შიოს აქვს, რადგან თავის სიცოცხლეში უწმინდესმა მოსაყდრედ დაასახელა, ამას ანდერძია რ სჭირდება. ანდერძი ისედაც არ მუშაობს დღეს, უკვე სხვა საუკუნეში ვართ, ლამის ადამიანები მარსზე აპირებენ გაფრენას, ეს ძველი ხედვაა უკვე, ბიბლიური, რომ მამათმთავარი ტოვებს თავის მემკვიდრეს. კიდევ გამოიკვეთება, დრო გამოაჩენს ამ 40 დღეში ყველაფერს, - ამბობს მიტროპოლიტი.
ცურტაველი მიტროპოლიტი არ აკონკრეტებს, თუ ვის მხარეს გადაიხრება მისი პოზიცია და ვის ისურვებს მომავალ პატრიარქად.
სადაც ობიექტურობა იქნება. უკვე ბევრი რაღაცები არის დაგროვილი ეკლესიაში, გადასაწყვეტი, კანდიდატები რომ იქნებიან, ისინი წარმოდგებიან სინოდის წინაშე და თავიანთ ხედვებს წარმოადგენენ, რა უნდათ, რით დავიწყებთ, რა გაკეთდება. ახალი ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, მომავალი პატრიაქისგან, ვინც იქნება და როგორიც იქნება, ყველანი უწმინდესის ჩრდილში აღმოჩნდებიან. ამბიციებიც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამბიციები მაშინ მუსაობს, როდესაც შენ გარკვეული ძალა გყავს და უყვარხარ ადამიანებს. 30 დღეში ყველაფერს მოეფინება ნათელი, - ამბობს ცურტაველი მიტროპოლიტი.
სინოდის წევრები ღიად საუბარს ჯერჯერობით ერიდებიან, კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა, რამდენიმე კვირაში მათ მოუწევთ შეკრება, რადგან ილია მეორის შემცვლელი სინოდმა ორმოცი დღის შემდეგ უნდა აირჩიოს. ქვეყანას ახალი პატრიარქი, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში ეყოლება.