„ფაიზერის“ დაახლოებით 900 ათასამდე დოზაა დარჩენილი, ვადაგასული არც ერთი არ არის - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, ამ ეტაპზე „ფაიზერის“ არც ერთი დოზა ვადაგასული არ არის. მისი თქმით, „ფაიზერის“ ბოლო პარტიის ვადა მარტის ბოლომდეა.
გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ 900 ათასამდე დოზაა.
„ფაიზერის“ დაახლოებით 900 ათასამდე დოზაა დარჩენილი. ვადაგასული არც ერთი დოზა არ არის“,- თქვა გამყრელიძემ.