რადგან პატრიარქმა მოსაყდრედ დაადგინა მიტროპოლიტი შიო, ეს ნიშნავს, რომ მისი ხმაც მეუფე ეკუთვნის შიოს - დეკანოზი
ვინ იქნება ილია მეორეს შემდეგ საქართველოს ახალი პატრიარქი? - კონრეტული კანდიდატების დასახელებისგან მაღალი იერარქები ჯერ თავს იკავებენ, თუმცა არის მინიშნებები. სასულიერო პირები ამბობენ, რომ სინოდის 39-ტ კაციან შემადგენლობაში არიან ისეთები, ვინც იმსახურებენ ამ ტიტულს. ერთი რაც ამ დროისთვის ვიცით, მოსაყდრე შიო გარანტირებულად ვერ იქნება ილია მეორეს შემცვლელი, მაგრამ იქნება რამდენიმე კანდიდატს შორის ერთ-ერთი.
პატრიარქმა მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. ეს უკვე თავისთავად იმას ნიშნავს, რომ პატრიარქის ხმა ეკუთვნის მეუფე შიოს. ეს თავისთავად ცხადია არანაირ კითხვას არ იწვევს. ბუნებრივია, რომ ჩემი სიმპათიები გამაჩნია გარკვეული ადამიანების მიმართ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, რადგან მე არც ხმის მიცემის უფლება მაქვს და არც რაღაცა გადაწყვეტილების უფლება. არ ვართ ისე, რომ ვაიმე რა გვეშველება, ვინ ვნახოთ და საიდან მოვიყვანოთ - მსგავის პრობლემა საქართველოს ეკლესიას არ გააჩნია და რომ არ გააჩნია, ესეც ჩვენი უწმინდესის დამსახურებაა. საუბარი არ ყოფილა თუ ვინმე გეტყვით... საუბარი არ ყოფილა კი არა ოფიციალურ საბუთში დაწერა, რომ მის მოსაყდრედ დაადგინა მან მიტროპოლიტი შიო. რაც შეეხება მომავალში რა მოხდება, ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ", - აცხადებს დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი .