რა გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა საქართველოს ტურიზმზე

23.03.26 18:29
რა გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა საქართველოს ტურიზმზე

ახლო აღმოსავლეთში ომმა და იქ განვითარებულმა პროცესებმა  საქართველოში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად შეამცირა. ამის შესახებ "პირველებთან"ამ სფეროში მომუშავე ადამიანები საუბრობენ.

მათი თქმით, ისედაც ბოლო პერიოდში ევროპელი სტუმრების ნაკადი რეკორდულად იყო შემცირებული და ამას აღმოსავლეთის ქვეყნებიც დაემატა.

რესტორნებისა და სასტუმროების მფლობელების თქმით, ყოვედღიურად უქმდება ჯავშნები ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან, რაც მათი თქმით, დიდ დარტყმას გამოწვევს ტურისტულ სექტორზე. 

ძირითადად არაბეთის ემირებში ბევრი უცხოელი ცხოვრობს და მუშაობს. ამიტომაც ისინიც ჩვენი მომხმარებელი იყვნენ. ნუ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე შემცირებულია ბევრად. დიდი ზარალი იქნება, იმიტომ, რომ შემოსავალი თანხა არ ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც ამაზე დამოკიდებული არის. ბიზნესს დააწვება ზარალი თავისთავად, იმ მხრივად, რომ რეალიზაცია არ ექნება, შემოსავალი არ ექნება და ბევრს ბანკი ან იჯარა აქვთ. ასევე ამ შემთხვევაში ზარალი იქნება, იმიტომ, რომ პროდუქტების ფასი აიწევს მაღლა, იმიტომ, რომ საწვავი გაძვირდება. კატასტროფულ მდგომარეობაში არის ჯავშნები. თითქმის 80% ჯავშნები გაუქმებულია. სასტუმრო სექტორზე ვიძახი", - ამბობს შეფი გურამ ბაგდოშვილი.