ვინ იქნება ახალი პატრიარქი?
დაუგეგმავი სიტყვა პატრიარქის საფლავთან. ილია მეორის დაკრძალვიდან ერთ დღეში მოსაყდრე შიო სხვა მღვდელმთავრებთან ერთად სიონში მივიდა. ლოცვის შემდეგ იყო ხანმოკლე მიმართვა ერთიანობის შენარჩუნებაზე. სხვა არაფერი უთქვამს და არც მინიშნება ყოფილა ახალი პატრიარქის არჩევაზე. არ საუბრობენ არც ილია მეორის ანდერძზე, რომელსაც შესაძლოა ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს.
მეუფე შიო დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა სინოდის 5 წევრთან ერთად მივიდა, მათ შორის იყო ფოთისა და ხობის ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი, ჩვენ არ ვიცით ნიშნავს თუ არა ეს განაცხადს, რომ მეუფე გრიგოლი, რომელსაც პატრიაქრობის ერთ ერთ კანდიდატად მოაზრებდნენ ,ამ პროცესს გამოეთიშა და მოსაყდრე შიოს მხარდამჭერთა რიგებშია.
დილით მარტო მივიდა სიონშიმ, ახალქალაქისა და კუმუროდოს ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი, თუმცა ის არ ამბობს ვის დაუჭერს მხარს.
ახლა მთავარი კითხვაა რა წერია პატრიარქის ანდერძში და თუ გაიხსნა ის. კითხვას საპატრტიარქოს პრესამსაუხრის უფროსი პირდაპირ არ პასუხობს, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ რაც ანდერძში უნდა ამოგვეკითხა, პატრიარქის საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი.
სამი კანდიდატიდან, რომელსაც სინოდზე დაასახელებენ ერთი უპირობოდ იქნება მოსაყდრე. მას ამ პრივილეგიას ილია მეორისგან მინიჭებული სტატუსი აძლევს. "პირველების" ინფორმაციით მოსაყდრესთან ერთად განიხილება ორი სავარაუდო კანდიდატიც - მეუფე ისაია და მეუფე დანიელი. მათ სინდოსის წევრებს შორის მხარდამჭერები ყავთ. ყველაფერი აპრილის ბოლოს გაირკვევა, სინოდის სხდომაზე რომელმაც ქართული ეკლესიის ბედი უნდა გადაწყვიტოს.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.