ამზადებს თუ არა რუსეთი საკუთარ კანდიდატს საქართველოს საპატრიარქო ტახტზე - ხმაურიანი განცხადებები მესამე პრეზიდენტისგან
მზადდება ეკლესიაში რუსი ეგზარქოსის დასმა - ეს ხმაურიანი განცხადება მესამე პრეზიდენტმა დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი ელის, რომ ახალი პარტრიარქის არჩევის პროცესში ივანიშივილი პირადად ჩაერთვება და ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთთან შეთანხმებული კანდიდატი გაიყვანოს. მესამე პრეზიდენტის ვარაუდით, ახალი პატრიარქის არჩევნები სპეცსამსახურების სპეცოპერაცია იქნება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ივანიშვილის გუნდმა არ მისცა უფლება უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა ილია მეორე, ამიტომ დღეს ექს პრეზიდენტმა პატრიარქზე სხდომაზე ილაპარაკა და გაიხსენა ის საუბრები, რომელიც ივანიშვლთან ილია მეორეზე ჰქონია.
მიხეილ სააკაშვილი დღეს ბრალდებები ბიძინა ივანიშვილს წაუყენა, კონკრეტულ სასულიერო პირებზე, ვინც შეიძლება იყოს რუსეთისთვის მისაღები არ უსაუბრია. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ახლა ივანიშილის მთავარი მიზანია ეკლესიის განადგურებაა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.