"პრივილეგირებულები" პატრიარქის დაკრძალვაზე
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში საშვები და ადგილები, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პარტიას, მათი ოჯახის წევრების და მათთან დაახლოებულ მოქალაქეებს ერგოთ. არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის და არც ერთი ყოფილი პრეზიდენტისთვის საშვი არ გაიცა. პროცესიას სამების ტაძარში არ ესწრებოდა არც ერთი ყოფილი პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი ხალხის გრძელ რიგში იდგა. მას მოსაწვევი არ გაუგზავნეს, ამიტომაც გზა სამების ტაძრიდან, სიონის საპატრიარქომდე ფეხით, ხალხთან ერთად გაიარა და უწმინდესს პატივი გვიან მიაგო. პატრიარქთან გამომშვიდობების სურვილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილსაც. რუსთავის ციხიდან პატიმარმა პრეზიდენტმა მისი პანაშვიდზე მიყვანა ითხოვა, თუმცა ქართულმა ოცნებამ თავისუფლებაზე მყოფი, მათ მიერ არჩეული პრეზიდენტებიც კი სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილიც ტაძრის მიღმა დატოვა.
6 მძიმე დღე, რომელმაც ხალხი გააერთიანა. მოქალაქეების გრძელ რიგებში არავინ არკვევდა, ერთმანეთის პოლიტიკურ თუ რელიგიურ კუთვნილებას. ყველა პატრიარქს გლოვობდა. ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების თქმით, "ქართულ ოცნებასაც" ქონდა შანსი ერთიანობის მაგალითი ეჩვენებინა და სამებაში პოლიტიკური ოპონენტების გვერდით დამდგარიყო. თუმცა მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა ილია მეორის დაკრძალვაც ერთპარტიულ ცერემონიად აქცია.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.