კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირება - დააკავებენ თუ არა “ოცნების“ აქტივისტს

23.03.26 20:50
კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირება - დააკავებენ თუ არა “ოცნების“ აქტივისტს

დააკავებენ თუ არა “ოცნების“ აქტივისტს, რომელიც ჟურნალისტებს და აქციის მონაწილეებს აფურთხებდა  -  კახა კალაძის შტაბთან მომხდარი ინციდენტიდან 7 თვის შემდეგ, გამოძიება გიორგი შუკვანით დაინტერესდა.

როგორც ირკვევა, მის წინააღმდეგ  მთავარი მტკიცებულება ვიდეო კადრებია, სადაც ჩანს,  რომ კალაძის შტაბთან შუკვანი   ჯერ ჟურნალისტებს, შემდეგ კი იქვე მდგომ სხვა მოქალაქეებს აფურთხებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

აღნიშნულ ვიდეომასალას “ტვ პირველის“ არქივიც ინახავს.

რამდენიმე თვის წინ შუკვანისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ჩვენება გამოძიებას ჟურნალისტმა ლიკა ზაკაშვილმა მისცა. „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა გამომძიებლებს დეტალურად უამბო, როგორ შეუშალეს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდა. ლევან იოსელიანი “პირველებთან“ ამბობს, რომ შესაბამისი რეაგირება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას აუცილებლად მოჰყვება.

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც შუკვანის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე დეტალურ ინფორმაციას ფლობენ, საგამოძიებო უწყებას დამატებით მასალებს 27 მარტს მიაწვდიან. როდის დაიბარებენ თავად ძალადობაში მხილებულ აქტივისტს პროკურატურაში და დაედება თუ არა მას ხელბორკილები, ჯერჯერობით უცნობია.

დეტალები ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში